Monday, November 16, 2015
მეცხრე დღე - შემაჯამებელი რეფლექსია
ძალიან გული მწყდება, რომ დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ამ ტრენინგმა ბევრი ახალი რამ შემძინა. ამ დღეების განმავლობაში გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანები, ჩემი კოლეგები, რომლებთან ერთადაც ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის.
Saturday, November 14, 2015
რეფლექსია - მეშვიდე დღე
დღევანდელ დღეს ვიმუშავე სლაიდისათვის თემის საკითხების მოძიებაზე. სამწუხაროდ დღეს ვერ მოვასწარი სლაიდ შოუს აწყობა. იმედი მაქვს მომდევნო ტრენინგზე მოვახერხებ სრულყოფილად აწყობას. ეს ტრენინგი საკმაოდ შრომატევადი იყო ჩემთვის.
Sunday, November 8, 2015
რეფლექსია - მეექვსე დღე
დღევანდელ ტრენინგზე შევისწავლეთ google drive-ს მოხმარება, შევქმენი პროექტის პორტფოლიოები და დავარქვი თავ - თავიანთი სახელები: მოსწავლის პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, სურათები, აუდიო, ვიდეო-ს ფაილი და შეფასების პორტფოლიო და გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე.
Saturday, November 7, 2015
რეფლექსია - მეხუთე დღე
დღევანდელი დღე შედარებით უფრო საინტერესო და ინფორმაციით დატვირტული იყო. დღეისათვის შესასრულებელი დავალების ნაწილი ვერ დავასრულე,რადგან გაკვეთილის გეგმაზე მუშაობას დიდი დრო მოვანდომე. შევისწავლე გაკვეთილის გეგმაში სასურველი ლინკების ჩასმა, სასწავლო პროცედურების დაგეგმვა, სხვადასხვა რესურსების გამოყენება გაკვეთილისა თუ პროექტის დაგეგმვის დროს.
Sunday, November 1, 2015
რეფლექსია - მეოთხე დღე
დღევანდელი ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით. შევისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ერთმანეთისაგან გარჩევა და ასევე პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები.
Saturday, October 31, 2015
რეფლექსია - მესამე დღე
დღევანდელი ტრენინგიც ჩემთვის არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ვისწავლე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შექმნა. მინდა,რომ უფრო მეტი ინფორმაცია გავიგო და შევისწავლო თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვა- განხორციელებისათვის.
Friday, October 30, 2015
რეფლექსია - მეორე დღე
ჩემთვის მეორე დღე ბევრად უფრო საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული იყო.უფრო სიღრმისეულად გავეცანი INTEL-ის პროგრამას.შევავსეთ პროექტის გეგმის ნიმუში,სტანდარტების გადმოწერა ერთი დოკუმენტიდან მეორეში,გადმოტვირთვა და სხვა...
Saturday, October 17, 2015
რეფლექსია - პირველი დღე
დღევანდელ დღეს პირველ რიგში გავიცანით ჩვენი ტრენერი და ჯგუფის წევრები, ასევე გავეცანით იმ მასალებს,რომლებიც შემდგომში უნდა გავიაროთ. მომეჩვენა,რომ წინ ძალიან ვრცელი და საინტერესო ტრენინგები გველის. ჩემი სურვილია, რომ მაქსიმალურად ავითვისო ყოველი ინფორმაცია და შემდგომ გამოვიყენო პრაქტიკაში.
Subscribe to:
Posts (Atom)