Monday, November 16, 2015

პროექტის პორტფოლიო

სანახავად გადადით ბმულზე

მეცხრე დღე - შემაჯამებელი რეფლექსია

 ძალიან გული მწყდება, რომ დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ამ ტრენინგმა ბევრი ახალი რამ შემძინა. ამ დღეების განმავლობაში გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანები, ჩემი კოლეგები, რომლებთან ერთადაც ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის.












Saturday, November 14, 2015

რეფლექსია - მეშვიდე დღე

დღევანდელ დღეს ვიმუშავე სლაიდისათვის თემის საკითხების მოძიებაზე. სამწუხაროდ დღეს ვერ მოვასწარი სლაიდ შოუს აწყობა. იმედი მაქვს მომდევნო ტრენინგზე მოვახერხებ სრულყოფილად აწყობას. ეს ტრენინგი საკმაოდ შრომატევადი იყო ჩემთვის.

Sunday, November 8, 2015

რეფლექსია - მეექვსე დღე

დღევანდელ ტრენინგზე შევისწავლეთ google drive-ს მოხმარება, შევქმენი პროექტის პორტფოლიოები და დავარქვი თავ - თავიანთი სახელები: მოსწავლის პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, სურათები, აუდიო, ვიდეო-ს ფაილი და შეფასების პორტფოლიო და გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, November 7, 2015

რეფლექსია - მეხუთე დღე

     დღევანდელი დღე შედარებით უფრო საინტერესო და ინფორმაციით დატვირტული იყო. დღეისათვის შესასრულებელი დავალების ნაწილი ვერ დავასრულე,რადგან გაკვეთილის გეგმაზე მუშაობას დიდი დრო მოვანდომე. შევისწავლე გაკვეთილის გეგმაში სასურველი ლინკების ჩასმა, სასწავლო პროცედურების დაგეგმვა, სხვადასხვა რესურსების გამოყენება გაკვეთილისა თუ პროექტის დაგეგმვის დროს.

Sunday, November 1, 2015

რეფლექსია - მეოთხე დღე

დღევანდელი ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით. შევისწავლეთ  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ერთმანეთისაგან გარჩევა და ასევე პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები.